Saturday, April 22, 2017

დღეს ტრენინგის ბოლო მე-9 დღეს გადავამოწმეთ პროექტის გეგმა,  გავაკეთეთ  პროექტების პრეზენტაცია,მოვახდინეთ უკუკავშირი.რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის.  მადლობა ქალბატონ მანანას ჩვენთვის  გაწეული ნაყოფიერი შრომისათვის, ჩემს კოლეგებს კი საინტერესო ურთიერთანამშრომლობისათვის,ძალიან საინტერესო იყო გეოგრაფიის პედაგოგის ჟუჟუნა ჯაშის პროექტი-გზა ევროპისაკენ. მანანა ჯანიბეგაშვილის:მიგრაცია".

Sunday, April 9, 2017

დღე მერვე
დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმას და შესაბამისად სევიტანეთ ცვლილებები. გადავხედეთრესურსებს გავეცანი მეშვიდე მოდულში პორტფოლიოს ჩეკლისტს.

Saturday, April 8, 2017

დღე მეშვიდე
დღეს გადავამოწმეთ პორტფოლიო და  მოსწავლეთა დიფერენცირების კითხვარისათვის გავეცანი გარდნერის თეორიას, რომ მოსწავლეთა სხვადასხვა ინტელექტზე მორგებული აქტივობები შეგვერჩია. მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტებში  შევარჩიე  საჭიროებების ხარაჩო.

Sunday, April 2, 2017

დღეს ტრენინგების მე-6დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს და მოვარგე ჩვენი პროექტის პრეზენტაციის შეფასებას. ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება სხვის რეფლექსიაზე გავეცანით უკუკავშირს,

Saturday, April 1, 2017

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას გადმოვიწერეთ სურათები, მივუთითეთ ლინკები,ჩავსვით  სლაიდებზე. შევქმენი  ნაშრომი სადაც გავითვალისწინე თემის მიზნები და ამოცანები.

Sunday, March 26, 2017

დღეს  შევისწავლე შეფასების ხუთ  მიზანს და თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდი და სტრატეგიები მე-2 მოდულის მე-3 აქტივობიდან.დავიწყეთ მიზნის შესაბამისი აქტივობების დაწერა, რომელსაც დავასრულებ სახლში.

Saturday, March 25, 2017

 ტრენინგების მესამე დღე ნაყოფიერი  გამოდგა პროექტზე სამუშაოდ. გავეცანით სტანდარტების  და მიზნების  რუბრიკას,  ბლუმის ტაქსონომიის  მიხედვით შევარჩიეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე  გამსვლელი ინდიკატორები.ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვწერე  საგნობრივი სტანდარტი და ჩავსვი პროეექტში.

Sunday, March 19, 2017

დღე მეორე
დღეს შევისწავლე ბუკლეტის დამზადება, ამისათვის გადმოვწერე სურათები და ჩავსვი შაბლონში.პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტის მეშვეობით კი გავიგე თუ როგორ უნდა დავგეგმო სწორად პროექტი.გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას რაც დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს უკეთ წარმოებაში.





რეფლექსია პირველი ტრენინგის.

დღეს  დავიწყეთ ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა.  შევქმენით პორტფოლიო,ბლოგი გავეცანით პორტფოლიოს, ჩეკლისტს.პირველი დღე ნაყოფიერი გამოდგა. დავალებად მოგვეცა შევარჩიოთ პროექტის თემა.